მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუხიანში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

არ გადაკვეთო

თბილისში, მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. გარდაცვლილი 60 წლამდე პირია.

კაცის ცხედარი ლიფტში მეზობლებმა ნახეს. 

წინასწარი ცნობით, ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.