მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი მეთაურობდა (ფოტოები)

საბერძნეთში დაკავებული ქართველები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართველების 13 კაციანი დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც 72 წლის „კანონიერი ქურდის“ კაკო ბილანიშვილის მეთაურობდა.

საბერძნეთის პოლიციამ 10 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა, ნივთმტკიცებად კი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ამოღებული ნივთების საერთო ღირებულება 434 000 ევროს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორის ადგილობრივ პოლიციელებზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიცაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებმა მათი სახლების გაძარცვეს.

პოლიციამ ქართველების დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების 47 შემთხვევა გახსნა. ისინი ნაძარცვ ნივთებს ათენში მდებარე ქართულ რესტორნებში ყიდდნენ, რომლის მეპატრონეც, ასევე, დააკავეს.

„კანონიერი ქურდი“ 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ბერძნული მედია დაკავებულების ფოტოებს ავრცელებს:

აკაკი ბილანიშვილი

ბექა ბალახაძე

 მიხეილ შანყულაშვილი 

ზაზა თევზაძე

ჯემალ ლეჟავა 

დავით რუბაშვილი 

რაშიდ მაჰმუდი 

 შალვა კუხიანიძე 

გიორგი ჯვარშეიშვილი 

დავით ბარძიმაძე 

ლიკა ჟვანია 

ოთარ თხელიძე

ლაშა ჯიმშიტაშვილი