მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელობა თბილისში

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, 36 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 22 წლის ბიჭი. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

ამავე ცნობით, მოკლული ქალიც და კაციც იტალიურ ეზოში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. 

ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

შეგახსენებთ, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. 

ამავე თემაზე: 

✔️ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს