თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სუიციდს დევნილების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართა.
შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.