მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში ქართველი ქალი გარდაცვლილი გერის პიტბულმა დაგლიჯა და მოკლა

მარინა გაბუნია

შეერთებულ შტატებში ლონგ-აილენდზე ქართველი პიანისტი მარინა გაბუნია პიტბულმა დაგლიჯა და მოკლა. როგორც დასავლური მედია წერს, ძაღლი გაბუნიას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ გერს ეკუთვნოდა.

70 წლის მარინა გაბუნია ეზოში ქმარმა იპოვა. მან პოლიცია გამოიძახა. ძაღლი პოლიციელის მიმართაც აგრესიით გამოირჩეოდა, რის შემდეგაც ოფიცერმა მას ესროლა.

„პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს. პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, - წერს nbcnewyork.