მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საელჩო მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის შესაბამის უწყებებთან - საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე

ფასადი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარი მიწისძვრის შედეგად ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.

„ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს საქართველოს საგარეო უწყებაში. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

აზერბაიჯანი მიწისძვრის გამო თურქეთში 370-კაციან სამაშველო გუნდს გზავნის.

ასევე, თურქეთის დასახმარებლად ამერიკაც მზად არის. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაავალა შეაფასოს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს თურქეთის დახმარება

ამავე თემაზე:

✔️ სირიაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

✔️ აზერბაიჯანი მიწისძვრის გამო თურქეთში 370-კაციან სამაშველო გუნდს გზავნის

✔️ სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს

✔️ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 118-ს აჭარბებს

✔️ ამ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით - ერდოღანი

✔️ აშშ მზად არის მიწისძვრის გამო თურქეთს დახმარება გაუწიოს

✔️ მიწისძვრის შედეგად განადგურებული თურქეთის ქალაქები (ფოტოები)

✔️ მიწისძვრა სირიაში - დაღუპულია 42 ადამიანი