მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

„არაფრის ჩამოშლა არ არის, ეს შემიძლია გითხრათ“, - ასე ეხმაურება კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ  სააკაშვილი ცუდად არის და ორგანოები ეშლება.

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობას კლინიკა მართავს.

„იმდენად არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ, რომ მე ახლა ქალბატონი გიულის ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რას ნიშნავს ორგანოების ჩამოშლა. ქალბატონი გიულის საქმეა, შეუძლია, რაც უნდა ის განაცხადოს. არაფრის ჩამოშლა არ არის, ეს შემიძლია გითხრათ“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ  განაცხადა, რომ  სააკაშვილი ცუდად არის, ორგანოები ეშლება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და მარტო თვალის პაჭუნზე ვინ მოგიყვანს!“ - თაკო ჩარკვიანი გახარიაზე

👉 „უდროო გადაწყვეტილებაა“ - წითლიძე გოცირიძის „ნაცმოძრაობიდან“ წასვლაზე

👉 ერთმანეთს ნუ ეჯინებით, რაღაც პოლიტსაბჭოებით ნუ იფიქრებთ ხალხნო, სირცხვილია! ვის ახსოვხართ იმ პოლიტსაბჭოში იყავით თუ არა - თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობას“

👉 ბაიდენი - ზელენსკის შეხვედრისას, არ გამოვრიცხავთ გაკეთდეს განცხადებები სააკაშვილის კრიზისის გადასაწყვეტად - მარკ ფეიგინი

👉 „გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“ - თინა ხიდაშელი