მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს პრობლემები არ იქნებოდა, მარგველაშვილს უფრო გაბედულად რომ ემოქმედა, როცა ძალაუფლება ჰქონდა“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხიელ სააკაშვილის მამა

ექსპრეზიდენტის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შანსი ხელიდან გაუშვა. 

იგი იმედოვნებს, რომ ორი ექსპრეზიდენტის შეხვედრისას საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეეხება.

„იმედი მაქვს, რომ ბატონი მეოთხე პრეზიდენტი შედის იმისთვის, რომ განიხილოს მისი ახლო მომავალში გათავისუფლების საკითხი. 

მათ ისაუბრეს უკვე, გიორგი მარგველაშვილმა და მოქმედმა პრეზიდენტმა და მიშაც ელოდება მას და პატივს სცემს, როგორც ვიცი. ეს ყველაფერი არ იქნებოდა და ეს პრობლემები არ დადგებოდა, ბატონ მარგველაშვილს უფრო ოპერატიულად რომ ემოქმედა და უფრო გაბედული ყოფილიყო იმ პერიოდში, როცა მას ძალაუფლება ეკავა. მან შანსი გაუშვა ხელიდან“, - აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მისი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სამი საათი გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, რომ ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება ჩაებმება.

მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა 3 პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი გააჟღერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ორი პრეზიდენტი შესახვედრად გორის ჰოსპიტალში მიიწვია

გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ.

22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

ამავე თემაზე: 

🔴 „დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე გადავიდეთ“ - პრეზიდენტი

🔴 „შერიგება შედეგია და არა საწყისი ეტაპი, ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე წინაპირობა“ - ზურაბიშვილი

🔴 „ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს“ - პრეზიდენტი