საზოგადოება

„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)

განგაში „გალერეა თბილისში“
1642516843
დაკოპირებულია

სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, განგაში „გუდვილში“ ცეცხლის კერის გაჩენას უკავშირდება.

ამავე ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მომხმარებლები სავაჭრო ცენტრის შენობაში ბრუნდებიან.