მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

ილია მეორე და კირილი

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.

ილია მეორის მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ!

ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!

ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!

ქრისტესმიერი სიყვარულით“, - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.