მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.

„წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად შევასრულებთ. საწყის ეტაპზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე პარალელურად სამ მონაკვეთზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. შეიცვლება 1.8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი. განახლებულ ქსელზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ჰიდრანტები და ჭები მოეწყობა.  პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვეში დასრულდება“, - ირაკლი ბაბუხადია, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ქეთევან დედოფლის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 4,4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.