მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება  

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი

16 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.  

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 16 აგვისტოს, ღამის 00:00 საათიდან, 17 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: ზალდასტანიშვილის, კაკაბაძის, ზანდუკელი, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1 შესახვევს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟვანიას, ჭონქაძის, ლეონიძის, ტაბიძის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ხანძთელის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.  

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, ქობულეთის,  კეკელიძის, ტაბიძის,  ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის,  კავსაძის, რადიანის, ატენის, შროშის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ზოვრეთის და მიმდებარე ქუჩებს.  

ჩუღურეთის რაიონში:  მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.  

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge