მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

რეანიმაციული განყოფილება

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. 

ექიმ თინათინ ჩაფიძის ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა ჰქონდა, მე-3, მე-4 ხარისხის,“ - აღნიშნა ექიმმა. 

24 ნოემბერს, თერჯოლაში ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა. 

ამავე თემაზე: 

🔴 თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და საკუთარი თავიც დაიწვა