მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა.  ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გამოცემის ცნობით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა, მას ყბა-სახის ოპერაცია დასჭირდეს.