მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკა „იმედმა“ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან 2 ექიმი გაათავისუფლა

იმედი

კლინიკა „იმედმა“ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურიდან 2 ექიმი ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური გაათავისუფლა.

ასევე, რეანიმატოლოგის დამხმარე და ერთი ექთანი დაითხოვეს. ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების მოტივი უსაფუძვლოა და ამას გაასაჩივრებენ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ის დარღვევები, რაც გამოვლენილი იყო მედპერსონალის მხრიდან, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

„გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო და იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც იქ დაფიქსირდა. ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული მხარე საქმის წარმოების მხარე დაირღვა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

ცნობისთვის ახალციხეში გარდაცვლილი მედდის საქმეზე ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ამ დრომდე უცნობია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანმო გარდაცვლილ ექთანზე: ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე

✅„მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკლვლევით დარღვევა ვერ დაადგინა“ - ჯანდაცვის მინისტრი

✅„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი