მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, ჩაკეტილები ვზივართ სახლში“ - ყაზახეთში მყოფი ქართველი

ყაზახეთში ჩარჩენილი ქართველები

ყაზახეთში მყოფი ჯგუფ „ილორის“ ერთ-ერთი წევრი ბაჩანა მელაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში, სადაც ის და კიდევ 3 ქართველი იმყოფება, სროლის ხმა ისევ ისმის. 

„სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება, ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, გაგვაფრთხილეს, რომ სახლში ჩავიკეტოთ, ჩაკეტილები ვზივართ სახლში და წყნარად ვართ, რომ არ მივიქციოთ ყურადღება. ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საკონსულოდან ზარს, დღეს არავის დაურეკავს“, - აცხადებს ყაზახეთში მყოფი ქართველი.

ბაჩანა მელაშვილი ყაზახეთში 22 დეკემბერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფ „ილორის“ წევრები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

ამავე თემაზე: 

🔴  ყაზახეთში სამხედროებმა საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს

🔴 მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სპეცოპერაცია ყაზახეთში - მომიტინგეების დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს