მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრიტიკული მედია და სახალხო დამცველი სად არიან? თუ რადგან ტვ „იმედია“ დარბევაც მოსულა, მერე რეპორტაჟის დროს ჟურნალისტზე ხელის შეშლა და ბოლოს გინებაც? - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„გოგი ხოშტარიას რომ ჰკითხო, ანტი-რუსია, უფრო სწორედ პროევროპელი, თუმცა მის ქცევას - ჟურნალისტის გინებას და რუსეთიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან მილიონობით რუბლების მიღებას რა ჰქვის ნეტავ?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მამაზე, გოგო ხოშტარიაზე, რომელმაც ტვ „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შერუაცხყოფა მიაყენა. 

„გოგი ხოშტარიას რომ ჰკითხო, ანტი-რუსია, უფრო სწორედ პროევროპელი, თუმცა მის ქცევას - ჟურნალისტის გინებას და რუსეთიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან მილიონობით რუბლების მიღებას რა ჰქვის ნეტავ? "კრიტიკული" მედია და სახალხო დამცველი სად არიან? თუ რახან ტვ იმედია, დარბევაც მოსულა, მერე რეპორტაჟის დროს ჟურნალისტზე ხელის შეშლა და ბოლოს გინებაც?“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის თანახმად პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ „იმედის“ ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში აგინა.