მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ - მარიამ ჯიშკარიანი

ემპათიას ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება. 

ჯიშკარიანის თქმით, დიაგნოზები, რომლებიც აქვს მესამე პრეზიდენტს, მძიმეა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

„ჩვენ მთავარი მიგნებები ბევრჯერ გავახმოვანეთ და იქნება კიდევ ერთხელ, მინდა გითხრათ, რომ დასკვნა არის 193 გვერდი, მას მოჰყვება 3 000 გვერდამდე დანართი, შესაბამისად არის ძალიან მტკიცებულებებზე დაყრდნობილი.

დასკვნის მთავარი მიგნება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული სასჯელისგან, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ხვდება გათავისუფლების სტანდარტებში და იგი უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არ გრცხვენიათ? ოღონდ ქულები დაიწერონ და ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან ცუდად ყოფნას - ირაკლი ზარქუა

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ არცერთ შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე სააკაშვილის აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია - ნინო ნადირაძე

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი