მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე

სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით,“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ეს არ არის კანონზე ან რაღაც ტიპის ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„ჩვენ გადაყვანის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. უფრო მეტიც ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. ეს არ არის კანონზე ან რაღაც ტიპის ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ეს არის უბრალოდ ბოღმიანი, შეშინებული ადამიანების აგონიური ქცევა“, - აცხადებს თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. 

ამავე თემაზე: 

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს