მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს - CRRC კვლევა

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიან

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC საქართველომ) წარმოადგინა შედეგები კვლევისა - „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

კითხვაზე „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით)“ თუ „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

✔️ უმრავლესობა 54% ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

✔️ ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები (18-34 წლის), დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და
უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავენ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

✔️ მოსახლეობის 16% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე

მოსახლეობის უმრავლესობა (73%) ეთანხმება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მოსაზრებას სხვებზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები, დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და საშუალო განათლებაზე უფრო მაღალი განათლების მქონე ადამიანები ეთანხმებიან.

მოსახლეობის იგივე ჯგუფები (ახალგაზრდების გარდა) და ქალები, უფრო მეტად ეთანხმებიან იმას,
რომ ნატოს წევრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება. თუმცა, ამ
განცხადებაზე თანხმობის საერთო დონე უფრო დაბალია (48%), ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების
შედეგად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეკითხვაში მივიღეთ (73%).