მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება არ მოხდება, რადგან მისი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„სააკაშვილი, მსჯავრდებული რომელიც გუნდმა და პარტიამ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა, ორი მთავარი პრობლემის წინაშე დგას, ერთია თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, მეორე კი მისი პატიმრობა, რომელიც სააკაშვილისთვის თვისობრივად მიუღებელი მოცემულობაა. ფაქტია პარტიაში სააკაშვილის თემას მხოლოდ პიარისთვის იყენებენ და სააკაშვილის ბედი არავის აინტერესებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიული ალასანიამ რამდენი ლობისტური კომპანიაც არ უნდა დაიქირაოს მისი შვილის დანაშაულების გადაფარვა ვერ მოხდება:

„დეკემბერში დაანონსებული აქცია თვალთმაქცობაა, მას უკვე გაემიჯნა სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რაც ირიბად მიანიშნებს, რომ ხაბეიშვილს სააკაშვილის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მეორე ფლანგზე ნაყოფია მელიას ტანდემია, რომელსაც პარტიის შიგნით დიდი ნდობა არ აქვს. სააკაშვილისთვის სამწუხაროდ პატიმრის ბედი არცერთ მხარეს არ აინტერესებს....

სპეკულაციები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არ წყდება. ლობისტური კომპანიის დაქირავებით სააკაშვილის პიარი ახალ სიმაღლეზე ავიდა, მაგრამ როგორც ქართული ხალხური ლექსი ამბობს, არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. გიული ალასანიამ რამდენი ლობისტური კომპანიაც არ უნდა დაიქირაოს მისი შვილის დანაშაულების გადაფარვა ვერ მოხდება, რადგან სიმართლის დამარცხება შეუძლებელია. საკმაოდ სუსტია გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის პირველი ნაბიჯები, დღეს პირველი სიცრუით გაჟღენთილი შეკვეთილი სტატია ვნახეთ, რომელიც რეალობას სრულად არის აცდენილი. არ ვიცი ლობისტური კომპანიების ბრძოლის ფინალი რა იქნება, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება არ მოხდება, რადგან მისი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მთავარია პატიმარმა/პაციენტმა მკურნალობის სურვილი გამოთქვას და სრულად დაემორჩილოს ექიმების მითითებას“, - წერს ჩიხელიძე.