მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა საკმაოდ მძიმე იქნება.

მარიამ  ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„არ იქნა დაშვებული ექიმი ნევროლოგი წინა კვირას, ამ კვირას ჩვენ გვალოდინეს და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ეს გახლავთ ექსპერტიზაში ხელის შეშლა.

მივმართავ მოსამართლეს, ვისი ძალისხმევითაც დაინიშნა ექსპერტიზა, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო მანამდეც იყო სრულიად არაადეკვატური და პატიმარს წაართვა ექსპერტიზის ჩატარების უფლება და მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, ნუ გვიშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ხელის შეშლა ასახული იქნება საექსპერტო დასკვნაში და გამოძიების მოთხოვნით მიემართება საგამოძიებო ინსპექციას.

საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე, ვინაიდან, მდგომარეობა არის  მძიმე. ექსპერტიზა არის პრაქტიკულად დასრულების ეტაპზე, ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის“, - აცხადებს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი. 

✔️ „ადამიანი ხელიდან გვეცლება, უნდა გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ კუნთები გალეული აქვს, ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა“ - შალვა ხაჭაპურიძე