მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

სააკაშვილის დედა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს აქვს სურვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწროს. 

როგორც ალასანიამ აღნიშნა, სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კილო აქვს დაკლებული და რომელიც ვერ დადის.

„სუსტად არის, გადასხმა უკეთდება და რა ვიცი, აპირებს იქ წასვლას. მე ძლივს მელაპარაკებოდა და იქ არ ვიცი, როგორ ილაპარაკებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რომ ენახათ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი დღეს. ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება, აი, ამას ნახავენ“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სურს, დაესწროს სასამართლო სხდომას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რა შუაშია ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან“ - ანა წითლიძე

👉 რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

👉 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

👉 რუსეთმა უკრაინაში უკვე 32 000 სამოქალაქო ობიექტი და 700 ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა - უკრაინის შსს

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი