მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა „წარმატებით“ იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მათი ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს 20% ოკუპირებულია:

„ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთის, აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა „წარმატებით“ იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ... 152 სოფელი დაკარგეს (თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), შემდეგ 20% ოკუპაცია. ასე, რომ რადიკალების, „ნაციონალების“ ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან - ვლადიმერ ბოჟაძე

👉 ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას - გია აბაშიძე