მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - ელისო ბოლქვაძე

პარლამენტარი

„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ  გელათის ტაძართან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

👉 „მდგომარეობა კრიტიკულია“ - საპატრიარქო გელათის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მისი თქმით, ძეგლს გადარჩენა უნდა. 

„ჩვენ უნდა ვისურვოთ ის, რომ ორივე მხარე შეჯერდეს, გაისაუბრონ. ჩაღრმავება უნდა ამ თემას და გადარჩენა უნდა ამ ძეგლს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ისეთი ადამიანები, არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე, რომლებიც ამ თემას მოაგვარებს.

რაშიც ჩვენ გავერკვიეთ, რაშიც ჩვენ მივმართეთ კულტურის სამინისტროს აბსოლუტურად დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ გავაჩინოთ ეჭვი“, - აცხადებს ელისო ბოლქვაძე. 

14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.