მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონი

პიტბული, ძაღლი

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონი.

სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და უკვე ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა. 

პატრონს ძაღლი სკვერში სასეირნოდ, სავარაუდოდ, დამცავი ნიღბის გარეშე ჰყავდა ჩაყვანილი. თვითმხილველების თქმით, ესმოდათ ყვირილი, როგორ ითხოვდნენ ადამიანები დახმარებას. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, მათ ვერ შეძლეს ძაღლის დაწყნარება, ამიტომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.