მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ტვ „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უგულებელყოფს ნებისმიერ დანიშნულებას. 

„პაციენტი აბსოლუტურად უგულებელყოფს ჩვენს ნებისმიერ დანიშნულებას. ციხეზე გადაიყვანენ თუ სად, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, მოცემულობა ეს არის“, - აცხადებს ჩხაიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე ირიბად ხომ არ მიანიშნებს სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებაზე?  ამის საპასუხოდ ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ეს შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს. 

„ეს შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. განცხადება ემსახურება იმას, კლინიკა „ვივამედი“ ყველაფერს აკეთებს, რაც მას შეუძლია და რა რესურსიც მას გააჩნია, მაგრამ ამ რესურსის რეალიზება არ ხდება პაციენტიდან გამომდინარე. სად გადაიყვანენ, როგორ გადაიყვანენ ეს კლინიკის კომპეტენცია არ არის. პაციენტი ყველაფერზე უარს აცხადებს“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ. 

ამავე თემაზე: 

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“