მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: ომიკრონი

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
1673873341
COVID-19
„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს, ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას - ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5 ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს“, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.  👉 რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტებამისი თქმით, „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს.ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ  კრაკენს შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.„მუტაციის შედეგად წარმოქმნილი შტამები არ წარმოადგენენ საფრთხეს. „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5-ს,  ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში მასზე ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.👉 კრაკენი -  რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად, რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ შესაძლებელია, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერ ვხედავ. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მიწოდებები, რასაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“  ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აკეთებს. როგორც მოსახლეობა, ასევე, ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს, იმიტომ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს.ვიცით, რომ „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს. ახალ შტამებზეც არის მსგავსი მონაცემები, რომ კლინიკურად ის არ განსხვავდება დიდად „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან. განსაკუთრებული საშიშროების შექმნა მას რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც არის საყურადღებო და  შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“, - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.  აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის

კორონავირუსი, კრაკენი
რუსეთში ომიკრონის შტამის ახალი ვარიანტი „კრაკენი“ დაფიქსირდა

რუსეთში „ომიკრონის“ „კრაკენის“ ახალი ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ როსპოტრებნადზორის პრესსამსახური აცხადებს. 👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?„ომიკრონის ქვევარიანტი XBB.1.5 „კრაკენი“ ვირუსით ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პენზას რეგიონში, SARS-CoV-2 გენომის მონაცემების მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ყოველდღიურად იტვირთება ეროვნულ VGArus მონაცემთა ბაზაში“, - წერია განცხადებაში.მათივე ინფორმაციით, ახლა რუსეთში დომინანტია „ომიკრონის“ BA.5 შტამი. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

„ომიკრონის“ ახალ შტამს (XBB.1.5) ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.  👉 XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და პირბადის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.„ამჟამად ცირკულირებს რამდენიმე სახეობის რესპირატორული ვირუსი. წამყვანია მაინც „ა“ გრიპის ვირუსი. ყველაზე ხშირად პაციენტები შემოდიან სწორედ ამ ვირუსით, ასევე, გვაქვს „ბ“ ტიპის ვირუსი და საკმაოდ ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემებს გვიქმნის 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში.ახალი შტამები დაფიქსირდა ჩინეთში და აშშ-ში, ჯერჯერობით ჩვენთან ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს. ადამიანებმა მთლიანად დაივიწყეს კოვიდი და ეს ასე არ უნდა იყოს. ტესტირებასაც აღარ იკეთებენ. ცოტა მეტად მობილიზება უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულად არ გამოცხადებულა“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი. ცნობისთვის, „ომიკრონის“ ახალი  შტამი XBB.1.5 29 ქვეყანაში გამოავლინეს. აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და შემთხვევები ძალიან ბევრია - ექიმები 👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე 👉 შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია - ივანე ჩხაიძე 👉 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი
1672929295
COVID-19
„ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კოვიდ ვირუსის ომიკრონის XBB.1.5 ქვეშტამზე წერს.„დეკემბრის ბოლო კვირისთვის, CDC-მ გააანალიზა მონაცემები და დაადგინა, რომ კოვიდ ვირუსის ომიკრონის ახალი ქვეშტამი XBB.1.5 შეადგენდა ყველა ახალი COVID-19 შემთხვევის 40 პროცენტს შეერთებულ შტატებში. აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ის შეადგენდა შემთხვევების სამ მეოთხედს.ეს დომინირება ახალია - თუმცა უპრეცედენტო არა. XBB.1.5-ს მიერ ასეთი დომინირების მოპოვება ტენდენციიდან გადახვევაა და როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს XBB.1.5 - ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო ალფა ტალღა, რომელიც დომინირებდა 2021 წლის დასაწყისში, და დელტა ბოლო ნახევრის განმავლობაში. ეს ტალღები, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო როგორც შემთხვევების დიდ რაოდენობასთან, ასევე ჰოსპიტალიზაციასა და გაზრდილ სიკვდილიანობასთან.როგორ მოხდა ეს? XBB.1.5 აერთიანებს რამდენიმე საინტერესო თვისებას. სხვა ვარიანტების მსგავსად, მას აქვს მუტაციები, რომელთა მეშვეობითაც ვირუსი და მისი სპაიკი, ნაწილობრივ გაურბიან ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება წარსული ვარიანტების ან საწყისი ვაქცინების ზემოქმედების შედეგად. თუმცა, თამაშის შემცვლელი ის არის, რომ XBB.1.5-ს ასევე აქვს მუტაციები, მათ შორის ერთი 486 ამინომჟავას პოზიციაში, რაც ეხმარება ვირუსს უფრო მეტი ურთიერთქმედება ჰქონდეს ჩვენს გულ-ფილტვის სისტემაში და ცხიმოვან ქსოვილში არსებულ ACE-2 რეცეპტორთან.ეს მეორე მახასიათებელი შესაძლოა იწვევს ვირუსის გადაცემის უფრო მაღალი ხარისხს სხვა ვარიანტებთან შედარებით - და ამით შეიძლება გამოიწვიოს მისი ახალი დომინირება. ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმმა მარია ვან კერხოვემ პირდაპირ განაცხადა, რომ XBB.1.5 „ყველაზე გადამდები სუბვარიანტია, რომელიც აქამდე იქნა აღმოჩენილი“.სულაც არ არის აუცილებელი რომ XBB.1.5 იყოს უფრო ვირუსული, ანუ მიდრეკილია სერიოზული ავადმყოფობისკენ, ვიდრე სხვა ვარიანტები. მაგრამ ის წარმოადგენს ორმაგ საფრთხეს იმით, რომ აქვს პოტენციალი ნაწილობრივ გაექცეს წარსულს იმუნიტეტს (ინფექციის ან ვაქცინაციის გამო), გადამდებლობის უპრეცედენტო დონესთან ერთად. ვარაუდობენ რომ მისი ყველასთვის ცნობილი R კოეფიციენტი არის 16ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა პოტენციური XBB.1.5 ტალღა, რომელიც იწყება აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, საშინელი ალფა (2021 წლის ზამთარში) თუ ომიკრონის BA.1 ტალღის მსგავსი (2022 წლის ზამთარში). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ დროისთვის ბევრ მოქალაქეს ჩატარებული აქვს აცრები და გადატანილი ინფექციების კომბინაცია, ასეთ ძლიერ ტალღას ალბათ არ უნდა ველოდოთ მაგრამ მაშინაც კი, ჩვენ არ ვნახავთ ამდენ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, ორივე კვლავ იზრდება და ეს მაინც შეიძლება გახდეს სერიოზული ტალღის საფუძველი. ამიტომაც მეცნიერები მოუწოდებენ მოსახლეობას გააკეთონ ახალი, ბივალენტური ვაქცინის ბუსტერ დოზები რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ალბათობა იმისა, რომ სერიოზულად არ დაავადდებით XBB.1.5 COVID-19-ით.არსებობს რამდენიმე მტკიცებულება ადრეული ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ან ლაბორატორიული კვლევებიდან, რომლებიც მიუთითებენ ბივალენტური გამაძლიერებლის მიღების მნიშვნელობაზე.CDC-ის მონაცემები აჩვენებს (ისევ, XBB.1.5-მდე), რომ 65 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ბივალენტური გამაძლიერებელმა დოზამ „უზრუნველყო 73 პროცენტი დამატებითი დაცვა COVID-19 ჰოსპიტალიზაციისგან“ მათთან შედარებით, ვინც იღებდა mRNA ვაქცინის 2 ან მეტ დოზას ან ორიგინალური ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ. ბივალენტური გამაძლიერებელი ასევე უზრუნველყოფდა „დამატებით დაცვას COVID-19-ის გამო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვედრისაგან და ჰოსპიტალიზაციისგან იმ ადამიანებში, რომლებმაც ადრე მიიღეს 2 ან 3 მონოვალენტური ვაქცინის დოზა“, - განაცხადეს CDC-ში.სამწუხაროდ, XBB.1.5 ჯერ კიდევ ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ გვქონდეს კლინიკური მონაცემები, რათა ზუსტად აჩვენოს, რას ნიშნავს ვაქცინები მის თავიდან აცილების თვალსაზრისით.და ბოლოს როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი მაარი კიური ამბობდა „ცხოვრებაში არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ, ჩვენ მხოლოდ უნდა ვეცადოთ ის გავიგოთ და შევისწავლოთ“, - წერს წერეთელი. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 🎥 „ერთი-ორი პანჩური იყო“ - უცნობი მისი სიძის მიერ ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ფაქტზე 👉 „პატრიარქმა მიშას მიწერა, ახალ რეალობას შეეგუე და სულიერი სიმტკიცე მოიკრიბეო, ანუ ცოტა „დასტოინად“ მოიქეციო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი 👉 ილია მეორემ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა 👉 ჩემი შვილი პატარაობიდან იყო პატრიარქის მრევლი, როცა შესაძლებლობა მიეცა, მასთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის - გიული ალასანია 👉 „ვიქტორ იანუკოვიჩი მარტში მინსკში გაფრინდა, სადაც კიევის აღებას ელოდებოდა“ - ოლექსი დანილოვი

„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტი
1672859477
COVID-19
„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა XBB.1.5-მა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს - CNN

„ომიკრონის“ განშტოებამ, „ექსბიბი.1.5“-მა (XBB.1.5) აშშ-ში შესაძლოა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო 4 კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, დეკემბერში  ახალი ინფექციების დაახლოებით 4%-იდან 41%-მდე გაიზარდა.აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების 75% „ომიკრონის“ ახალ შტამზე მოდის.ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ ამ ქვეხაზს აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა კოვიდ 19-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ XBB.1.5, როგორც ჩანს, გაჩნდა შეერთებულ შტატებში. ის პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკში. აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე 👉 ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის - ივანე ჩხაიძე 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები 👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია 👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1661847034
COVID-19
„შეშფოთების ვარიანტების ახალ კატეგორიაში წამოვიდა“ - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი ომიკრონის ახალ BA4.6 შტამზე? 

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ომიკრონის ახალ ვარიანტზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, „შეშფოთების ვარიანტების ახალ კატეგორიაში წამოვიდა“ და ამ ეტაპზე არავინ იცის როგორ განვითარდება.  კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე გარდა კორონავირუსის შტამებისა, „მაიმუნის ყვავილსა“ და პომიდვრის ვირუსის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ექიმის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე დომინანტური შტამი  BA.5 ვარიანტია. მისივე თქმით, ინფექციის მიმდინარეობის თვალსაზრისით ცვალებადობაა. „თუ ჩვენ შევხედავთ მსოფლიოში გლობალურ მონაცემებს, ბუნებრივია, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება. დღეს მსოფლიოში 99% ეს არის BA.5 ვარიანტი. რა თქმა უნდა, შეშფოთების ვარიანტების კატეგორიაში წამოვიდა, იგივე აშშ-ში ზედამხედველობითი გენომური კვლევით 17% არის ახალი ვარიანტი და ესაა BA4.6 ვარიანტი, რომელიც არ ვიცით როგორ განვითარდება. ჩვენს ქვეყანაში გავრცელების ძირითადი დომინანტური შტამი არის BA.5 ვარიანტი. მიმდინარეობის თვალსაზრისით ცოტა ცვალებადობა გახლავთ ის, რომ წინა ვარიანტებთან თუ ვამბობდით, რომ ინფექციასთან კონტაქტის ან შეხვედრის ე.წ. ინკუბაციური პერიოდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო, ახლა ეს არის საშუალოდ 3 დღე. ადამიანებს, რომელთაც კონტაქტი აქვთ ინფიცირებულ ადამიანებთან, ინფექციის განვითარების შემთხვევაში მათი საშუალო ავადობა ვლინდება კლინიკური სიმპტომებიდან 3 დღის განმავლობაში. პირველი დღეების განმავლობაში კოვიდს სხვა რესპირაციული დაავადებებისგან ვერ განვასხვავებთ, ესეც უნდა ვიცოდეთ და ცალსახად უნდა ვუთხრათ მოსახლეობას“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის იმის მოლოდინი, რომ ინფექციის ტრაგიკული გავრცელება იქნება. „მოლოდინი ისეთი, რომ აქ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც კლინიკების გადატვირთვას გამოიწვევს, არ იქნება, თუმცა წინა 2 კვირის განმავლობაში უნდა ვთქვა, რომ ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონარი და ისინი ჩემთან კონტაქტზე იყვნენ, მათი სტაციონარში განთავსება ვერ მოხერხდება. ინფექციური კლინიკა ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი, სხვა კლინიკები ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ არანაირი ადგილი. პირბადის ტარების მაჩვენებლები ამ ეტაპისთვის ძალიან დაბალი გვაქვს, სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ თავშეყრის ადგილებში, ვისაც პირბადის ტარება შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემა არ ექმნება, ატარონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, რომ ინფექცია დასრულებისკენ მიდიოდეს, ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილს“, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ექსპორტირებული შემთხვევა იყო და შიდა საზოგადოებრივ გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რაც თავისთავად ინფექციის მართვას ნიშნავს. „საქართველოშიც იყო ერთი შემთხვევა და ეს იყო ექსპორტირებული. შიდა საზოგადოებრივ გადაცემას საქართველოში ადგილი არ ჰქონია, რაც პრაქტიკულად ინფექციის მართვას ნიშნავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა რეგიონალური უწყება არის ინფორმირებული, როგორც კი გამონაყარით საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ქვეყანას შეუძლია ტესტირება და ლუგარის ლაბორატორია ძალიან სწრაფად მოახდენს რეაგირებას.მსოფლიოში საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, აშშ ამ შემთხვევაში გენერატორია, 17 ათასზე მეტი შემთხვევაა. ჯერჯერობით კლასტერულად, როგორც ჩვენ ვხედავთ, მაინც მამაკაცებში არის ეს ინფექცია გავრცელებული. ამიტომ, რაიმე გლობალური საფრთხე ამ ეტაპისთვის არ განიხილება. ჯერჯერობით მართვადია სიტუაცია, რისკის ჯგუფები ცნობილია, ვაქცინაციის პროცესსაც კი იწყებენ, ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის საჭიროება არ არის“, - ამბობს კულუმბეგოვი. ამასთან, ექიმი ინდოეთის რამდენიმე შტატში გავრცელებული ე.წ. პომიდვრის ვირუსის შესახებაც საუბრობს და განმარტავს თუ რატომ ეწოდა, მას აღნიშნული სახელწოდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აუხსნელია თუ რასთან გვაქვს საქმე. „ჯერჯერობით აუხსნელია რასთან გვაქვს საქმე. განვმარტოთ თუ რატომ ეძახიან პომიდვრის ვირუსს, გამონაყარი რაღაც ეტაპზე, ბლისტერულია ანუ ბუშტუკოვანი, რომელიც პომიდორს მოგვაგონებს. პომიდვრით რომ დაისვაროს ადამიანი, მარტივად რომ ვთქვათ, აი, ასეთ დაზიანებას იწვევს და ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება. შესაძლოა, არის ვერსია, რომ ჩვენთანაც არის მაღალი გავრცელება, ისეთი ვირუსის როგორიც არის პირის, ხელისა და ფეხის დაავადება, რომელსაც კოქსაკის ვირუსი იწვევს, ეს არის გამონაყარი და მის ნაირსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, ასევე, არის ვირუსული დაავადება, რომელიც კოღოებით გადადის, განსაკუთრებით ტროპიკულ ქვეყნებში და ჩიკუნგუნიას სახელით არის ცნობილი. ჯერჯერობით მას გეოგრაფიული არეალი არ გაუფართოებია, სიკვდილიანობა პრაქტიკულად მინიმალურია და ჯერჯერობით გლობალური საფრთხე, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.  შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21-28 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 14 486 ადამიანი, ხოლო ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა. 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.91%. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 704 ტესტი. ამავე თემაზე:  🔴 ინდოეთში პომიდვრის გრიპი გავრცელდა 🔴 „მაიმუნის ყვავილი“ და ბავშვები - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? 🔴 7 მარტივი ხერხი, რომელიც „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ 🔴 მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - გიორგი ფხაკაძე 🔴 ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შემოდგომაზე გაუარესების რისკები არსებობს - ალექსანდრე გოგინავა 🔴 ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე 🔴 თავს არიდებს ანტისხეულებს, ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია - გიორგი ფხაკაძე

ომიკრონის ახალი შტამი
1657631469
COVID-19
„მეორე თაობის“ ვარიანტი - მეცნიერებმა ომიკრონის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა „ომიკრონის“ კიდევ ერთი ქვეშტამი აღმოაჩინეს, რომელსაც BA.2.75  ნომერი მიანიჭეს. DW შეეცადა დაედგინა, რამდენად საშიშია ომიკრონის ახალი ქვესახეობა და რამდენად არის ის მსოფლიოში გავრცელებული. BA.2.75-ის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ის პირველად ინდოეთში, ივნისში აღმოაჩინეს. ვირუსის ამ სახეობით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა იაპონიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ექსპერტები მას „მეორე თაობის“ ვარიანტს უწოდებენ, რადგანაც BA.2.75 ქვეშტამი ომიკრონ-ვარინტიდან, BA.2-დან წარმოიქმნა.ვირუსის ამ სახეობის შესახებ იმიტომაც ცოტაა ცნობილი, რომ მისი გავრცელება მსოფლიოში უმნიშვნელოა. შესაბამისად, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სეკვენირება ძალზე რთულია.„ვირუსს გააჩნია რამდენიმე თვისება, რომლის გამოც მეცნიერებმა მას ყურადღება მიაქციეს“, - ამბობს  ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის გენეტიკოსი ულრიხ ელინგი.ბევრი მუტაციის შედეგად ვირუსის ეს სახეობა იმუნურ რეაქციას ამცირებსსაბაზისო ვარიანტთან BA.2-თან შედარებით, ახალი ქვეშტამს სპაიკის ცილის 8 დამატებითი მუტაცია გააჩნია. მუტაციების განლაგების გამო  BA.2-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი BA.2.75-ის წინააღმდეგ შეიძლება არაეფექტიანი აღმოჩნდეს. ანუ ადამიანი, რომელიც ადრე BA.2-ით იყო ინფიცირებული, ახლა შეიძლება „ომიკრონის“ ახალი ქვესახეობით დაინფიცირდეს.ულრიხ ელინგის თქმით, BA.2.75 ინდოეთის სამ სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა, სადაც მანამდე მოსახლეობამ BA.2-ის ტალღა გადაიტანა. ანუ BA.2.75 ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს გაურბის. ამჟამად ეპიდემიოლოგები ამას აფასებენ როგორც „დეტალური დაკვირვების აუცილებლობის მქონეს“.კორონავირუსის არარეგისტრირებული შემთხვევების მატებადოქტორ ელინგის თქმით, ამჟამად მსოფლიოში BA.2.75-ით დაავადების მხოლოდ 70 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ამასთანავე, მრავალ ქვეყანაში ტესტირება მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად სეკვენირების შესაძლებლობამაც იკლო.„ბევრი ადამიანი შვებულებაში წასვლამდე ტესტს არ იკეთებს, რადგანაც შიშობს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ის ვერსად გაემგზავრება“, - ამბობს ელინგი.ინფექციონისტების თქმით, სავსებით ნათელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღა უახლოვდება, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, არის თუ არა BA.2.75-ის შტამი უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები, შეუძლებელია. ინფორმაციის ნაკლებობა - ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მეცნიერებს საკმაოდ უჭირთ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 📌 „კოვიდს“ დამთავრების გეგმები არ აქვს“ - ბიძინა კულუმბეგოვი 📌 „რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა, ახლა უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი“ - ივანე ჩხაიძე 📌 „ახალ შტამებს აქვთ უნარი, გატანის შემდეგ ერთ თვეში გამოიწვიონ რეინფექცია“ - ალექსანდრე გოგინავა 📌  მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1657433217
COVID-19
„ომიკრონის ახალი სუბვარიანტი საქართველოში მალე იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი სუბვარიანტის შესახებ წერს. მისი თქმით, აღნიშნული შტამი სწრაფად ვრცელდება და საქართველოშიც მალე იქნება. „სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზედაც არავის (ამ სფეროს სპეციალისტებს) ფიქრი და ამის გაგონებაც არ გვინდოდა. „კენტავრი“ (BA.2.75 Omicron Subvariant, ‘Centaurus’) მოდის.ის არის ომიკრონის უახლესი სუბვარიანტი (ბევრი ქვემუტაციებით), პირველად დაფიქსირდა ივნისის დასაწყისში ინდოეთში და უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა. ჯერ საქართველოში არ არის, მაგრამ მალე იქნება.ბოლო 2 კვირაში კოვიდის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიოში (საქართველოს ჩათვლით) გაიზარდა 30%-ით. ეს ძირითადად BA.4 და BA.5 „დამსახურებაა“ და ზაფხულისთვის, სამწუხაროდ, ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება საქართველოში, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები ნოემბრისთვის იქნება საყურადღებო ამჟამად ვართ, იქ, სადაც მე გაფრთხილებდით ჯერ კიდევ ზამთრის ბოლოს (ივნისი/ივლისის ტალღაში).კოვიდი არსად წასულა, პირიქით, ამჟამად ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მსოფლიოში და საქართველოში არის ომიკრონის BA.5 ვარიანტი, რომელიც ზეგადამდებია და აღწევს ჩვენს ორგანიზმში. თუ უკვე გადაიტანეთ კოვიდის სხვა ვარიანტები ომიკრონის BA. 4 ან/და BA.5 ვარიანტების გარდა. ასევე, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ აცრიდან გასულია 5-6 თვე და, ეს უახლესი ომიკრონის ვარიანტი BA.2.75 ანუ „კენტავრი“ არის ზეგადამდები (BA.5-ზე უფრო გადამდებია) და, სავარაუდოდ, ვართ საერთოდ/თითქმის დაცვის გარეშე, ანუ არც კოვიდგადატანა „დაგიცავთ“ (ყველაზეა საუბარი, BA.2.75 გარდა) და არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ამ მცირე მონაცემების დროს საფუძველზე უკვე იკვეთება, რომ ეფექტურობა არის, სავარაუდოდ, საგრძნობლად დავარდნილი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.   ამავე თემაზე: 📌 მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post 📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება 📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე 📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა 📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე

„სტელს-ომიკრონს“ გადაცემის აშკარა უპირატესობა აქვს
აშშ-ში ომიკრონის ქვევარიანტი დომინირებს, რომელმაც შესაძლოა იმუნიტეტს დიდი საფრთხე შეუქმნას - Nbcnews

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ომიკრონის ქვევარიანტი დომინირებს, რომელმაც შესაძლოა იმუნიტეტს დიდი საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ Nbcnews წერს. მედიასაშუალება იტყობინება, რომ კორონავირუსის ქვევარიანტმა, რომელიც ცნობილია როგორც  BA.5, ქვეყნის მოსახლეობის 54% მოიცვა. „შემთხვევების უმეტესი რიცხვი ომიკრონის ქვევარიანტს უკავშირდება. BA.5 ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის ადრინდელი ვარიანტები“, - აცხადებს დუკის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მონტეფიორი. პროფესორის თქმით, BA.4 და BA.5 არსებული კოვიდვაქცინების მიმართ დაახლოებით სამჯერ ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ომიკრონის ვარიანტის ორიგინალური ვერსია, BA.1.სხვა კვლევების თანახმად,   BA.4 და BA.5 ოთხჯერ უფრო მდგრადია ვაქცინების ანტისხეულების მიმართ, ვიდრე BA.2. „ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ყველა ეს ვარიანტი თითქმის თანაბრად გადამდებია, ასე რომ, დიდი განსხვავება არ არის,“ - აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ფრანსუა ბალუქსი. აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 „დიდია გადადების სისწრაფე, გადამდებლობით მხოლოდ წითელას ჩამოუვარდება“ - ჩხაიძე კორონავირუსის მე-5 ვარიანტზე 👉 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე 👉 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა 👉 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები? 👉„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1657176340
COVID-19
ივანე ჩხაიძე განმარტავს, ომიკრონის შემთხვევაში კონტაქტიდან რამდენ წუთში შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომდევნო კვირაშიც დაფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება, მაშინ შესაძლებელია, ზაფხულის განმავლობაში ინფიცირების მნიშვნელოვანი მატება მივიღოთ.როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ომიკრონის შემთხვევაში კორონავირუსი ინფიცირებულიდან ჯანმრთელს შეიძლება 1 წუთის განმავლობაში გადაედოს.„თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო, რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1657004049
COVID-19
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ქვეშტამები BA 4 და BA 5 სახიფათოა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის და ასაკოვნებისთვის.„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ძირითადად ეს შტამები სახიფათოა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, არიან ასაკოვანები, აქვთ იმუნოდეფიციტი.აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტინგენტში ვაქცინაციის უფრო აქტიურად ჩატარება“, - განაცხადა გოგინავამ. აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 📌 2 570 ინფიცირება, 3 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში 📌 სწორი გადაწყვეტილება იქნება ინდივიდუალურად თუ აღვადგენთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას - ივანე ჩხაიძე 📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1656669252
COVID-19
ომიკრონის BA.5 შტამს უნარი აქვს წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს - ალექსანდრე გოგინავა

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ალბათობით ეპიდსიტუაციის გაუარესება ომიკრონის BA. 5 ქვეშტამს უკავშირდება. როგორც „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, ომიკრონის ქვეშტამი BA.5 ევროპის რეგიონში აქტიურად იზრდება. ექიმის თქმით, BA.5 არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსია ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.„გლობალურად და განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონში ეპიდსიტუაცია საკმაოდ გაუარესდა და ეს ძირითადად დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან, მათ შორის ყველაზე აქტიურად ვრცელდება BA.5 ქვეშტამი. სწორედ ამ  შტამთან არის დიდი ალბათობით დაკავშირებული საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება. ის არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსი ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.ამიტომ რეინფიცირების რისკი მაღალია, ვიდრე ეს იყო ომიკრონის წინა ქვეშტამების დროს. ეს ქმნის მთავარ პრობლემას. ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს თუნდაც ომიკრონი პირობითად, წლის დასაწყისში, მათ აქვთ საკმაოდ მაღალი რისკები, რომ ისევ ინფიცირდნენ“, - აცხადებს გოგინავა.  რაც შეეხება სიმპტომებს, ინფექციონისტის თქმით, სიმპტომები ბოლომდე არ არის იდენტიფიცირებული. „ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, აქვს თუ არა ამ ქვეშტამს რაიმე განსხვავებული სიმპტომი. იმიტომ რომ BA. 5 ევროპის რეგიონში ფართო მასშტაბიანად ვრცელდება სულ რამდენიმე კვირაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას აქვს მსგავსი სიმპტომები როგორიც ჰქონდა ომიკრონის სხვა ქვეშტამებს. ეს არის მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სახსრების კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთი ექსპერტი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცხვირიდან გამონადენი ნაკლებად არის ამ ქვეშტამისთვის დამახასიათებელი. რისკჯგუფები ძირითადად იგივეა. დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი აქვს ადამიანებს ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, აქვთ იმუნოდეფიციტი ან არიან ხანდაზმულები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო სწორი მიდგომაა, ამ რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. ვიცით, რომ არსებული ვაქცინები არ არის იმდენად ეფექტიანი ომიკრონის წინააღმდეგ როგორც ეს წინა შტამების დროს იყო, თუმცა არსებული ვაქცინებით სრულფასოვანი ვაქცინაცია განაპირობებს ერთ რამეს - ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. ტესტირებაზე მიმართვიანობა გაზრდილია. ასევე, გაზრდილია მიმართვიანობა ამბულატორიებში და ამ ეტაპზე  კარგია ის, რომ ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება არ გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მათ, ვინც არიან ასაკში ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, თუ მათ აღმოაჩნდებათ გარკვეული სიმპტომები, დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომია ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია“, - აცხადებს გოგინავა.  ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მაღალია აღნიშნული შტამის გავრცელების მაჩვენებელი ბავშვებში? - ექიმი ინფექციონისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სრულფასოვანი სტატისტიკა არ არის. „სამწუხაროდ ამ შტამზე სრულფასოვანი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამებს, ამჟამად არსებული ინფორმაციით, B.A. 5-საც აქვს უნარი, დააინფიციროს ბავშვები“, - დასძინა ალექსანდრე გოგინავამ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18%-ით გაიზარდა, ხოლო გლობალურად 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამავე თემაზე:  👉 გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ 👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი 👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე 👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე 👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

••• იტვირთება