მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იბრაჰიმოვიჩი: მომწონს კვარაცხელია, ყველაფერი „ნაპოლის“ ჩემპიონობისკენ მიდის

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
1677481820
სპორტი

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი შვედი ფეხბურთელის განცხადებით, კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ხოლო წელს ყველაფერი „ნაპოლის“ ჩემპიონობისკენ მიდის.

„მომწონს კვარაცხელია, ძლიერი ფეხბურთელია. ვიქტორ ოსიმენიც შესანიშნავი თავდამსხმელია. საიდუმლო არ არის, რომ „ნაპოლი“ კარგად თამაშობს. ეს ჩანს შედეგებიდან, სერია A-ს სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში, „ნაპოლის“ დროა.

თუ კვარა და ოსიმენი ასე კარგად თამაშობენ, ეს გუნდის დამსახურებაცაა, რადგან განსხვავებას არ ქმნის ინდივიდუალური ხარისხი, არამედ ყოველთვის კოლექტიური თამაში. ლუჩანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, სკუდეტო ჯერ არ მოუგია, მაგრამ წელს ყველაფერი „ნაპოლის“ გამარჯვებისკენ მიდის“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევრებს, „ინტერსა“ და „მილანს“ 18-18 ქულით უსწრებს.