მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვარაცხელია ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც დანებდა - რას წერს იტალიური მედია „ნაპოლის“ მარცხის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელია
1677920689
სპორტი

„ნაპოლისთვის“ მარცხით (0:1) დასრულდა იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში შეხვედრა „ლაციოსთან“. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და მართალია, საუკეთესო შეფასებები არ დაუმსახურებია, თუმცა, თანაგუნდელებს შორის მაინც გამოარჩიეს ბრძოლის ჟინით.  

გთავაზობთ სპორტული მედიის შეფასებებს, რომლებსაც worldsport-მა მოუყარა თავი:

Tuttonapoli 6 ქულა: „ერთ-ერთი ბოლო, ვინც დანებდა. ყოველთვის ცდილობს თამაშის გამწვავებას და „ლაციოს“ დაცვაში ხარვეზების პოვნას. როდესაც მეტოქეს მოატყუა, გამარჯვების პასი ვერ გააკეთა. არ გაუმართლა თავით თამაშის დროს, რომელიც ვესინოს გოლში ასისტად გადაიქცა“.

Calcionapoli1926 5.5 ქულა: „კარგი რაღაცები გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც დაუშვა. ფლანგზე მხარდაჭერა აკლია და მარტოს ცოტა რაღაცის გაკეთება შეუძლია. სამწუხაროდ, „ლაციოს“ გოლის მომენტში თავით თამაშით შეცდა“.

Sportmediaset 5.5 ქულა: „მარუშიჩი და ფელიპე ანდერსონი მის წინააღმდეგ კარგად მუშაობენ და ქართველს უჭირს ერთი-ერთზე სივრცის პოვნა. ტექნიკა ყოველთვის შესანიშნავია, მაგრამ კარისგან ძალიან შორს იყო და ჩვეულებისამებრ, მეტოქეს ზიანი ვეღარ მიაყენა“.

Calcionapoli24 6 ქულა: „პირველივე წუთებიდან ცოცხალი, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ორმაგი მეურვეობით ეთამაშებოდნენ. „ლაციოს“ კედელთან უწევდა თამაში, მაგრამ მაინც ახერხებდა დრიბლინგს. ნეგატიურად ფასდება ვესინოს გოლზე მისი თავით თამაში, თორემ ნახევარი ქულით მეტს იმსახურებდა“.

ცნობისთვის „ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და სოლიდურ, 18-ქულიან უპირატესობას ფლობს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.