მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვარაცხელია სერია A-ში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეა ნომინირებული

ხვიჩა კვარაცხელია
1677874874
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის. 

სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია.

კვარაცხელიას გარდა, ნომინანტები არიან ფედერიკო ბასკიროტო (ლეჩე), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ალექსეი მირანჩუკი (ტორინო) და ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი).

კვარამ თებერვალში სერია A-ში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ხმის მიცემა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აგვისტოში დაასახელეს, თუმცა მას შემდეგ ნომინანტებშიც არ დაუსახელებიათ.

სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით წინა თვეებში საუკეთესოები გახდნენ: ხვიჩა კვარაცხელია (აგვისტო), კიმ მინ-ჯე (სექტემბერი), რაფაელ ლეაუ (ოქტომბერი), მოიზე კინი (ნოემბერი) და ვიქტორ ოსიმენი (იანვარი).