მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნერვების ომი - ნიდერლანდებში წითელი ფანრები მაინც ჩავაქრეთ და საქართველოში გამარჯვებული ვბრუნდებით

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
1677183791
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდები 88:80 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იმის მიუხედავად რომ ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდა და გადახალისებული შემადგენლობით გვეთამაშებოდა, ისეთი ბრძოლა გაგვიმართეს, ყველა ქართულ ოჯახში მშვიდად ვერავინ იქნებოდა,

პირველი ტაიმი ნიდერლანდების უპირატესობით წარიმართა, პირველ მეოთხედში 19:17 მოგვიგეს, ხოლო მეორე მეოთხედში 23:18 დავმარცხდით. მეტოქემ პირველ ნახევარში 8 სამქულიანი ჩაგვიგდო, როცა საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული.

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებს თამაში კარგად წაუვიდა, ნიდერლანდებს 31 ქულა ჩავუყარეთ და საპასუხოდ მხოლოდ 20 ქულა მივიღეთ. მეოთხე მეოთხედში კი ნიდერლანდებმა ბოლომდე გვაწვალა, თუმცა ბოლოს მაინც გავტეხეთ და 22:18 მოვიგეთ.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესოები იყვნენ:

🏀თორნიკე შენგელია 25 ქულა 6 მოხსნა 3 პასი

🏀გიორგი შერმადინი 22 ქულა 6 მოხსნა

🏀ტადიუს მაკფადენი 20 ქულა 2 მოხსნა 3 პასი

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიის ნაკრებთან გამართავს, საბოლოოდ ეს შეხვედრა გადაწყვეტს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ვინაობას. 

ინფორმაციისთვის ესპანეთის და იტალიის ნაკრებებმა ჩვენს ჯგუფში უკვე გაინაღდეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და საქართველო დარჩენილ მესამე საგზურისთვის იბრძვის.