მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არშეშვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი
1641568369
სპორტი

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციის საბუთის არქონის გამო ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართავს. 

სპორტსმენი მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფ გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ თანადგომას გრძნობს და აფასებს. 

„მადლობა ადამიანებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან თანადგომის გამოხატვისთვის. ეს ნამდვილად ძლიერად იგრძნობა და ამას ძალიან ვაფასებ“, - წერს ჯოკოვიჩი „ინსტაგრამის“ გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ 6 იანვარს ოფიციალურად განაცხადა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ქვეყნის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. ახლა მისი ვიზა გაუქმებულია, ხოლო ჩოგბურთელს ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში სასამართლოს ელოდება.