მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხზე წამოდექით, ტაშით მიეგებეთ - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
1656954908
სპორტი

გილოცავ საქართველო! შენ ამაყი უნდა იყო! თბილისში ახალ გახსნილ სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონი დავამარცხეთ!

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს 82:76 სძლია

საქართველოს ნაკრებს კვლავ აკლდა გოგა ბითაძე, მეტოქეს კი NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად ჩაერთო მატჩში ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და 5 ქულით დაწინაურება შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, თუმცა ამან მეტოქეს ვერაფერი ვერ უშველა და პირველი ტაიმი  6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედი ესპანელების უპირატესობით წარიმართა, ქართველებმა მხოლოდ 7 ქულის აღება შეძლეს მეტოქის 16 ქულის საპირისპიროდ და 3 ქულით ჩამოვრჩით.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს უპირატესობით წარიმართა, ტადიუს მაკფადენმა შეძლო ესპანელთა ფორსირებული დაცვისგან თავის დაღწევა და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. საბოლოოდ მეოთხედი 23:20 მოვიგეთ, ანგარიში 67:67 გახდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში მატჩის გმირი 21 წლის რატი ანდრონიკაშვილი გახდა, რომელმაც ერთბაშად ორი სამქულიანი ჩააგდო, სამ ქულიანი ჩააგდო ტადიუს მაკფადენმაც და საქართველოს ნაკრებს ეს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. დამატებითი დრო 15:9 მოვიგეთ.

ყველაზე მეტი 18 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, ორმაგი დუბლით გამოირჩა თორნიკე შენგელია 12 ქულა და 10 მოხსნა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე 2 გამარჯვებით გადავიდა. სადაც მეტოქეებად იტალიის, ჰოლანდიის და ისლანდიის ნაკრებები ელის.