მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წავაგეთ, თუმცა ისტორია დავწერეთ - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები~
1677434622
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან სამი ქულით დამარცხდა 77:80. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა ისლანდიის ნაკრებმა ტოლი არაფერში დაგვიდო და მთელი შეხვედრა ქულა-ქულაზე გვეთამაშეს. თუმცა წაგების მიუხედავად ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და ახალი ისტორია დავწერეთ, ახალი ისტორია კი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. 

პირველი ტაიმი ისლანდიის მინიმალური უპირატესობით წარიმართა, პირველ მეოთხედში 19:19 ფრე დასრულდა, ხოლო მეორე მეოთხედში 24:23 დავმარცხდით. 

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 18:19 წავაგეთ, ხოლო მეოთხე მეოთხედში 17:18 დავმარცხდით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს ისლანდიაში სამი ქულით გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და მეტოქეს ჩაგდებული ბურთების რაოდენობით სჯობნიდა, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესოები იყვნენ:

🏀თორნიკე შენგელია  20 ქულა  6 მოხსნა  5 პასი

🏀გიორგი შერმადინი  23 ქულა  6 მოხსნა 3 პასი

🏀ტადიუს მაკფადენი  17 ქულა  3 მოხსნა  2 პასი

საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.