მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 391 თბილისი, 202 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ნარიყალას უბანი
1626850063
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 627 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1391

⭕ აჭარა - 202

⭕ იმერეთი - 147

⭕ ქვემო ქართლი - 172

⭕ შიდა ქართლი - 90

⭕ გურია - 47

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 97

⭕ კახეთი - 149

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 67

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 40

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 684, აჭარაში - 309, იმერეთში - 537.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში - 444, აჭარაში - 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“