მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით ივლისიდან გადავალთ“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1617093565
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო დიდი ალბათობით ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე ივლისიდან გადავა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული ვაქცინა შემოვა.

„საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ქვეყანაში იქნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, არამედ ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით ივლისიდან“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარებს ნოვოვაქსის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე - ეს არის ნოვავაქსის ვაქცინა, რომელთანაც დაახლოებით 2 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნოვოვაქსი გახლავთ ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული ვაქცინებისგან. ის ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული. ნოვოვაქსი არის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია. გარდა კოვაქსისა, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს სერუმ ინსტიტუტთან და დაახლოებით 1 მლნ ნოვოვაქსის დოზის შესყიდვაზე მიმდინარეობს.

ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებს ფაიზერთან, ველოდებით მოწოდების პირობებს, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯონსონ ენდ ჯონსონთან. ამიტომ, ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები, გამოჩნდება“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „დროსტარება“ აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს“ - ამირან გამყრელიძე

🔴 ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კოვიდვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ