მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ გაათანაბრა დელტა შტამმა ყველა? და რომელ ტრიმესტრში უნდა აიცრას კოვიდვაქცინით ფეხმძიმე? (ვიდეო)

ორსული
1630268923
COVID-19

„დელტა შტამი 2-ჯერ უფრო მეტად ფიქსირდება 49 წლამდე ასაკის წარმომადგენლებში, ვიდრე 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით რატომ იმატა მაინცდამაინც ახალგაზრდებში ამ მაჩვენებელმა“, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

რაც შეეხება ორსულებს, ღოღობერიძის თქმით, ისინი ყოველთვის რჩებოდნენ კორონავირუსის სამიზნედ.

„მათთან მიმართებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვაქცინაა რეკომენდებული და ესაა „ფაიზერი.“ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით ნაყოფიც დაცულია“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.

„ფეხმძიმობა არის ფიზიოლოგიური იმუნოდეპრესია, აქედან გამომდინარე, ორსულთა ინფიცირება გამარტივებულია. ვაქცინა თვითონ არ გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა, ანტისხეულები მუშავდება და ბავშვსაც უჩნდება ეს ანტისხეულები, აქედან გამომდინარე, ორსული იცავს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ბავშვსაც.

ფეხმძიმობის პირველი დღიდან, პირველი ტრიმესტრიდან - ბოლო დღემდე ვაქცინაცია შესაძლებელია“, - ამის შესახებ „მედგიდის“ დამფუძნებელმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„როცა ადამიანი ავადდება კოვიდით, 4 კვირის მერე შეიძლება კვლავ იყოს უამრავი სხვა სიმპტომატიკა“ - გიორგი ღოღობერიძე

✅„კორონავირუსის დადასტურებიდან 30-ე დღეს უკვე შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება“ - სოფო ჯაფარიძე (ვიდეო)

✅„მეოთხე ტალღა გავიარეთ, მაგრამ თვით დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ“ - ამირან გამყრელიძე