მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი

ინფექციურის დირექტორი
1605682516
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მას ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.

მისივე თქმით, აწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი.

„მადლობა ყველას!...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში.

ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.
ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, - აცხადებს ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კოვიდინფექცია 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ასევე, კოვიდინფიცირებულ ნათესავთან კონტაქტის გამო, ასევე თვითზიოლაციაშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსი 26 თებერვალს დადასტურდა. მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 55 მლნ ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

🔴 ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია