მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრი: თავდამსხმელი მანქანიდან გადავიდა და მიიმალა

გომელაური შს მინისტრი

„ძალიან მძიმე დღე და ღამე იყო. მათ შორის ჩვენთვის და მძევლებისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო პირველი ამოცანა, რომელიც ყველასთან შეთანხმებული იყო, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ მას მძევლების სანაცვლოდ რამდენიმე თანამშრომლის გაყოლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

„შევთავაზეთ გავყოლოდით 5-10 კაცი და ბოლოს ერთზე დაგვთანხმდა. ბოლოს ავთანდილ გალდავა წავიდა და მას დიდ მადლობას ვუხდი, არავინ იცოდა ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა, მაგრამ წარბი არ შეუხრია“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და შსს-ს ამჟამინდელი მიზანი თავდამსხმელის დაკავებაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს ვერ გავწირავდით. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა. ჩვენი მეორე ამოცანაა დავადგინოთ სად არის და დავაკავოთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გომელაური: ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა მოხდა

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება