მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი მოქალაქე სააკაშვილი უნდა წავიყვანოთ“ - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

ზელენსკის მრჩეველი

„ჩვენი მოქალაქე სააკაშვილი უნდა წავიყვანოთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის ფორმულა უნდა შემოგვთავაზოს“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა გააკეთა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„ჩვენ ძალზე გულგატეხილები ვართ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადეკვატურ პასუხს ველით. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საკითხით უკვე დაკავებულია.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ამ სიტუაციას აკონტროლებს“.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

🔴„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე