მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

ენმ-ის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს და ხელისუფლებას მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. არჩევანი ძალიან ადვილი იყო. ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი და მძლავრი იმპულსი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური.

ყველანი საარჩევნო უბნებზე და ყველანი იქ სადაც, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი მეშვეობით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ, ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც კომენტარი გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილმა დიახაც გამოიჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა საქართველოს პატრიოტისთვის, თავდადება, თავგანწირვა“ - აღნიშნა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 არ მეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იქნებოდა - კახა კუჭავა

👉 ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

👉 „ყველგან ვიქნები“ - გიორგი გახარიამ საკუთარი ხმა დააფიქსირა