მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე ელისაშვილი არჩევნების 2 დღეზე განაწილებას ითხოვს

პარტია

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ითხოვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 2 დღეზე განაწილდეს.

მისი თქმით, არჩევნები 31 ოქტომბრის ნაცვლად, 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდეს.

„მაგალითად, გავანაწილოთ სიები ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურები სრულად იყოს დაცული.

ვიცი, რომ სამართლებრივად ეს რთული შესასრულებელია, თითქმის შეუძლებელიც, ვინაიდან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.