მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავის მერსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

პატრულის მანქანა ინფექციურთან

რუსთავში გარემოვაჭრეები და ქალაქის მერი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცეს.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ და მხოლოდ ვაჭრობით მიღებული შემოსავლით ირჩენენ თავს.

ამასთან, რუსთავის მერი აცხადებს, რომ რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის გავრცელების გამო მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 👇

⭕21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

⭕ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 აქცია უნივერსიტეტის ქუჩაზე - ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

🔴 ყველა შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა