მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა აშშ-ის ხაზინის მდივნად ჯანეტ იელენი დაასახელა

ჯანეტ იელენი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივნად, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს. 

სენატის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ის პირველი ქალი იქნება, ვინც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ მრავალფეროვან ადმინისტრაციას შექმნის.

BBC-ის ცნობით, ჯანეტ იელენი, 74 წლის ეკონომისტი ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ეკონომიკის მთავარი მრჩეველი იყო.

მისი დამსახურებაა 2007 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔰 ჯენ ფსაკი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

🔰 ტიხანოვსკაია ბაიდენს შეხვდება