მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არანაირი ლეგიტიმაცია ომის წამოწყების არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის - ბლეფი, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

„საქართველო ისეთივე დაზარალებულია რუსეთისგან, როგორც უკრაინა, ჩვენ არანაკლები ტკივილი გადავიტანეთ 2008 წელს“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში  ჩართვისას განაცხადა. 

კონფლიქტოლოგის თქმით, ევროპამ დაინახა, რომ  ქართველებისთვის რუსეთი მიუღებელია. 

„ბრძოლა გრძელდება, „ქართული ოცნება“ ასე არ დათმობს სიტუაციას. მორიგ ვერაგობას მოიფიქრებენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ევროპამ დაინახა, რომ ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მიუღებელია რუსეთი. შეიძლება მოგვცენ ეს სანუკვარი კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის დროშა სისხლით არ არის შეღებილი. ასე თავგამოდებით ვიღაც იცავდეს ევროკავშირის დროშას, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. ასე თავგანწირვით არავის დაუცავს ევროკავშირის დროშა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

კონფლიქტოლოგის განცხადებით, საქართველო ისეთივე დაზარალებულია რუსეთისგან, როგორც უკრაინა. 

„პროპაგანდა, რაც რუსეთიდან მოდის აჩვენებს ერთ რამეს - რუსეთისთვის ცალკეა უკრაინა და ცალკეა - საქართველო, ანუ უკრაინაში მარცხი  ავტომატურად არ გამოიწვევს მარცხს საქართველოში. თუ უკრაინაში განიცადა ფიასკო, საქართველო მაინც შეინარჩუნოს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა რომ საქართველო ისეთივე დაზარალებულია რუსეთისგან, როგორც უკრაინა ზარალდება დღეს. ჩვენ არანაკლები ტკივილი გადავიტანეთ 2008 წელს. რუსეთი არ ასრულებს  შეთანხმების მეხუთე პუნქტს, ჯარები არ გაჰყავს საქართველოდან. „ქართული ოცნება“ მზად არის უკრაინაში მიზნების არ მიღწევის შემდეგ რუსეთს საქართველო მაინც დაუტოვოს. არის მოსაზრება რომ საქართველო 2 სკამზე ზის. ერთი სკამი - რუსულია, მეორე - ევროპული, არა, მარტო ერთ სკამზე ზის და ეს სკამია - რუსული“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

კონფლიქტოლოგი მერაბიშვილის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს. 

მისი თქმით, ახლა ვადამდელი არჩევნების დრო არ არის. 

კონფლიქტოლოგი რუსეთის ფედერაციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  არანაირი ლეგიტიმაცია ომის წამოწყების არ არსებობს.

„ახლა არ არის დრო ვადამდელი არჩევნების. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსი. უნდოდათ გამჭვირვალობა, უნდა მიიღონ გამჭვირვალობა, ფეხდაფეხ უნდა ვდიოთ „ოცნებას“. საჭიროა მეტი აქტიურობა, არ უნდა მოვასვენოთ ეს ხალხი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როცა გააკეთა განცხადება, თითქოს ამ ხალხით ცდილობს ხელისუფლების გაშვებას. ეს  იყო საგანგაშო განცხადება. იმის ნაცვლად, ილაპარაკოს 12 პუნქტის შესრულებაზე და ევროკავშირში შესვლაზე, ის უცებ ლაპარაკობს ხელისუფლების გადადგომაზე. ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ევროპული ღირებულებები, მათ უნდა შევთავაზოთ ახალი კონცეფცია. 

„ოცნება“ სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას დაიწყებს. უნდა შევუცვალოთ „ოცნებას“ დღის წესრიგი და ჩვენი დღის წესრიგით  უნდა ვიმუშაოთ. არანაირი ლეგიტიმაცია ომის წამოწყების არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის - ბლეფი. არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციას“, - დასძენს კონფლიქტოლოგი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, ასევე, მათი მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

საქართველოში 7-8 მარტს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა, ასევე, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და აღნიშნა, რომ „ომის გამეორების შემთხვევაში, თბილისს ლოლიალობის გარეშე, პირდაპირ დაარტყამენ“

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დმიტრი პესკოვიც და განაცხადა, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში არსებულ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

👉 საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს - ვანო მერაბიშვილი

👉 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინიმალურს ჭამს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა - ვანო მერაბიშვილი

👉 მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში - ვანო მერაბიშვილი