მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში - ვანო მერაბიშვილი

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი

„მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში,“ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო პრაქტიკულად არის რუსეთის მოკავშირე.

„როგორც ქართველს მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში, არ არიან უკრაინელების მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლებისთვის და ევროპული ორიენტაციისთვის ბევრი გადაიხადა და ახლა, როცა მთელი ევროპის ბედი წყდება, საქართველო რუსეთის ბანაკშია და პრაქტიკულად, მისი მოკავშირეა.

მოხარული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეაქცია მისცა ამ კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღებას სერიოზული აქციებით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იძულებული გახდა გაეწვია ეს კანონი. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა, პირველი გამარჯვება და იმედი მაქვს, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს - ვანო მერაბიშვილი

👉 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინიმალურს ჭამს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ერთი კვირაა ყოვნდება - გიორგი ჩალაძე

👉 ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა - ვანო მერაბიშვილი

👉 კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი - გია ხუხაშვილი