მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანს მომენტის გამოყენება და კავკასიიდან რუსეთის შევიწროება სურს - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკიტხებში პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს მომენტის გამოყენება სურს. 

კონფლიქტოლოგის თქმით, აზერბაიჯანი ეფექტურად იყენებს თურქეთის ფაქტორს.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, „დღეს აზერბაიჯანს ასაღები თითქმის არაფერი აქვს, აზერბაიჯანს აქვს მისაღები ანუ მან უნდა მიიღოს მშვიდობა“. 

ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, მსოფლიო აზერბაიჯანს სხვისი სუვერენული ტერიტორიების მითვისებას არ აპატიებს, რადგან ზანგეზური ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. 

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები უფრო ძალის დემონსტრირებაა. 

„არსებითი სხვაობა არის ის, რომ პირველად ინტენსიურად მიმდინარეობს დაბომბვები სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კონფლიქტს მუდმივად ვაკვირდები და ჩემი აზრით აზერბაიჯანს სურს გამოიყენოს მომენტი, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რაც მთავარია კავკასიიდან რუსეთის შევიწროების, თურქეთი აშკარად მხარში უდგას აზერბაიჯანს. 

რუსეთი ანგარიშს უწევს თურქეთის რეალობას, ჩვენ არ ვუწევთ მარტო ანგარიშს და გვგონია, რომ არაფერი ისეთი არ ხდება. აზერბაიჯანი ეფექტიანად იყენებს თურქეთის ფაქტორს. განცდა, რომ რუსეთი უკვე არ არის ისეთი ძლიერი, უკრაინის მოვლენებმა კიდევ ერთი ორად განამტკიცეს ეს პოზიციები, რომ რუსეთს არ შესწევს ძალა და იძულებულია ანგარიში გაუწიოს თურქეთის მზარდ პოტენციალს როგორც შავ ზღვაში უკრაინის მიმართულებით, ისე კავკასიაში აზერბაიჯანის მიმართულებით. 

მრავალი წელია რუსულ ქცევებს ვაკვირდები და ჩემთვის ცალსახაა, რომ რუსეთი ნამდვილად სუსტია და არ შესწევს ძალა, ამ დროს კი თურქეთი არის მზარდი, ძლიერი და ეკონომიკურად ფეხზე მყარად მდგომი სახელმწიფო. 

დღეს აზერბაიჯანს ასაღები თითქმის არაფერი აქვს, აზერბაიჯანს აქვს მისაღები ანუ მან უნდა მიიღოს მშვიდობა თავისი პირობებით. ამ მშვიდობაში შედის რამდენიმე კომპონენტი. ეს არის ზანგეზურის რეგიონი, რომელიც სამხრეთისკენ ვიწროვდება და საზღვარია ირანთან. აზერბაიჯანს სურს ზანგეზურის რეგიონში პირდაპირ კონტროლის გარეშე მოძრაობა ნახიჩევანში. 

აზერბაიჯანი მუდმივად ითხოვს, რომ დერეფანი იყოს. ტერმინ დერეფანშია პრობლემა. სომხეთს არ აქვს პრობლემა, რომ მიმოსვლა იყოს. რა არის ეკონომიკური დერეფანი? როცა ტვირთი ისე გადის, რომ არავინ აკონტროლებს. აზერბაიჯანი ამბობს „ნახიჩევანი ჩემი რეგიონია და რატომ უნდა დავაწესო მე საბაჟო ან სასაზღვრო კონტროლი?“

ამიტომ, აზერბაიჯანს თავისი სიმართლე აქვს თავისებური. თავის მხრივ სომხეთი ამბობს, „მე სუვერენული სახელმწიფო ვარ, არ შემიძლია არ ვიცოდე რა ტვირთი მოძრაობს მტრული სახელმწიფოს მხრიდან, არც თურქეთია ჩემი მეგობარი სახელმწიფო, შესაბამისად მე უნდა ვიცოდე, რა ტვირთები მოძრაობს“. სწორედ აი, აქ არის პრობლემა. 

მაინც მგონია, რომ მსოფლიო არ აპატიებს აზერბაიჯანს მაინც სხვისი სუვერენული ტერიტორიები მიითვისოს, ზანგეზური ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ამიტომ, ეს უფრო არის ძალის დემონსტრირება და იძულება მშვიდობისთვის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება დაიწყო. 

ამავე თემაზე: 

🔴 სომხეთის პროვოკაციები სამმხრივი განცხადებების და ბრიუსელის შეთანხმებების დარღვევაა - ჯეიჰუნ ბაირამოვი

🔴 ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს აზერბაიჯანელ ძმებს

🔴 თუ აზერბაიჯანი ამბობს, რომ მისი საზღვარი არის იქ, სადაც დგას, მაშინ ჩვენ არ ვაღიარებთ მის ტერიტორიულ მთლიანობას - ფაშინიანი

🔴 სომხეთმა კუხო-ს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

🔴 აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 დაღუპული გვყავს - ნიკოლ ფაშინიანი

🔴 სომხეთი იმ პოზიციაში არ იყო, რომ პროვოკაცია დაეწყო, ომის დაწყებაზე თუ ვსაუბრობთ, ეს აზერბაიჯანული მხარის ინტერესია - გიორგი გობრონიძე