მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსები ისე იქცევიან, როგორც ტერორისტები, დეგრადაციას განიცდიან“ - ზაზა გოგავა

გენერალური შტაბის ყოფილ ხელმძღვანელი

რუსეთმა საევაკუაციო გზა მოუჭრა იმ მოსახლეობას, ვინც ამჟამად ხერსონის რეგიონშია ჩარჩენილი, პრაქტიკულად, ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ტერორისტები, - ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქერჩის ხიდზე თავდასხმა რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. 

ზაზა გოგავა განცხადებას, სადაც ხერსონის გუბერნატორმა რუსეთის ხელისუფლებას ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის თხოვნით მიმართა, ფარს უწოდებს. 

მისი თქმით, რუსები ტერორისტები არიან. 

„უკვე მესამე თვეა ბრძოლის ველზე ვხედავთ შეუქცევად დადებით დინამიკას, რომელსაც აწარმოებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ოკუპანტები მძიმე მდგომარეობაში არიან. ვხედავთ, აგრესორი მხარე, რომელიც დაკავებული იყო უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დაკავებით, დეგრადაციას განიცდის დღითი დღე. თვალსაჩინოა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესი.

ქერჩის ხიდის დაზიანება რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი. ხიდზე შეტევა რუსეთის მიერ იყო განხორციელებული. განცხადება, რომ ხერსონის გუბერნატორი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის თხოვნით, ეს ყველაფერი ფარსი და ცირკია. რუსეთმა საევაკუაციო გზა მოუჭრა იმ მოსახლეობას, ვინც ხერსონის რეგიონშია ჩარჩენილი. 

ხერსონის გუბერნატორმა რომ ევაკუაციაზე მიმართა, რა გზით აპირებენ ნეტავ ამ ევაკუაციას? ახლა იძულებულები არიან, მოსახლეობა აზოვის სანაპიროს გავლით გაიყვანონ, რომელიც პრაქტიკულად, უკვე უკრაინის არტილერიის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადის. ყოველ შემთხვევაში, სამიზნეები არის. პრაქტიკულად, აქ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ტერორისტები.

ყოველთვის ვაცხადებდი, რომ ისინი ამ მოსახლეობას გამოიყენებენ, როგორც მძევლებს. ამიტომაც არის უკრაინა პასუხისმგებლობიანი მხარე, იმიტომ რომ მათ მძევლებთან უწევთ გამკლავება. რუსეთს არ აინტერესებს  მოქალაქეების დაცვა, ისინი არ არიან რუსეთის მოქალაქეები“, - აცხადებს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ხერსონი უკვე მომავალ კვირას - Financial Times

✔️ რუსეთი მზადაა დატოვოს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება - გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი

✔️ შეიარაღებული ძალების წარმატებები აახლოებს პუტინის დასასრულს, ელიტა მოლაპარაკების ვარიანტებს ეძებს - გენერალი

✔️ რუსეთი კარგავს დონბასში წინსვლის უნარს და ეშინია შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის - ISW

✔️ „პუტინს არ აქვს დარჩენილი კარგი სვლები, უკრაინა კიდევ უფრო მეტ რუს ჯარისკაცს გაანადგურებს“ - ზურაბ ბატიაშვილი