მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1491 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში

პირბადე და მსოფლიო
1637583534
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 257 მლნ-ს აჭარბებს. მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია: 👇

რუსეთის ფედერაცია

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 35 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1241 პაციენტი  გარდაიცვალა. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9,366,839-ს შეადგენს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1889 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დროის ამ პერიოდში ვირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 573,974-ს შეადგენს. 

სომხეთი

სომხეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს, ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 334,347-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში სომხეთში გარდაცვლილი პირების საერთო რაოდენობა 22 ნოემბრის მონაცემებით 7,308-ს შეადგენს. 

თურქეთი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 21 177 ადამიანს დაუდასტურდა, 195 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ  8,091,947 მლნ-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, მათი საერთო რაოდენობა 8,571,554-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

🔴 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

🔴 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 „თქვენ არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით, ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის, გთხოვთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔴 ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - მაია ჩხაიძე